დღეს სკოლებთან ერთად სააღმზრდელო პროცესი დაიწყო საბავშვო ბაღებშიც. ბათუმში არსებულ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებს ერთი შეემატა. მე-5 საბავშვო ბაღი გენერალ მაზნიაშვილის ქუჩაზე გაიხსნა, ის 105 აღსაზრდელზეა გათვლილი. ბაღის მშენებლობისთვის ბიუჯეტიდან 296 ათასი ლარი დაიხარჯა.