ავსტრალიაში ტყის ხანძრის განზრახ გაჩენის ბრალდება 24 პირს წაუყენეს

08 იანვარი 2020, 14:24 1565 ნახვა

ავსტრალიაში ტყის ხანძრის განზრახ გაჩენასთან დაკავშირებით 183 ადამიანი დააკავეს - ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. გასული  წლის ნოემბრის შემდეგ დაკავებები ახალ სამხრეთ უელსში, ვიქტორიაში, სამხრეთ ავსტრალიაში, ქუინსლენდსა და ტასმანიაში განხორციელდა.

როგორც სამართალდამცავ უწყებაში იტყობინებიან, ეჭვმიტანილების ნაწილმა ანთებული სიგარეტი გადააგდო, ფოიერვერკი გაუშვა ან ხანძრის პრევენციის მიზნით არსებული წესები არ დაიცვა. ავსტრალიაში ტყის მასშტაბურ ხანძარს უკვე რამდენიმე თვეა ებრძვიან. ამ დროის განმავლობაში სტიქიამ 25 ადამიანი და ასობით ათასი ცხოველი შეიწირა.

ხანძარმა ორი ათასამდე საცხოვრებელი სახლი გადაწვა. დასავლური მედიის ცნობით, მასშტაბური ხანძრის კვამლმა სამხრეთ ამერიკის კონტინენტს მიაღწია. ხანძართან საბრძოლველად რამდენიმე მილიონი დოლარია უკვე გადარიცხული, ქველმოქმედებაში როგორც ჰოლივუდის ვარსკვლავები ისე კერძო ბიზნესმენები მონაწილეობენ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში