მართლმადიდებელი სამყარო, შობის დღესასწაულისთვის ემზადება. დღეს ღამით ტაძრებში ლიტურგია ჩატარდება, ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში, ღამისთევა 23:30 საათზე დაიწყება, რომელსაც ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი მეუფე დიმიტრი აღავლენს.
შობის დღესასწაულით მორწმუნეებისთვის 40 დღიანი მარხვა მთავრდება.