„ოქროს გლობუსის“ დაჯილდოვება

06 იანვარი 2020, 09:50 1306 ნახვა

ლოს ანჯელესში, „ოქროს გლობუსის“ 77-ე დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. წლის დრამატული ფილმის კატეგორიაში ფილმმა „1917“, რეჟისორის ნომინაციაში კი ამავე ფილმის რეჟისორმა სემ მენდესმა გაიმარჯვა.

წლის ორიგინალური სცენარის ნომიანციაში გამარჯვება რეჟისორმა კვენტინ ტარანტინომ მოიპოვა ფილმისთვის „ერთხელ ჰოლივუდში“. ფილმი გამოცხადდა გამარჯვებულად წლის კომედიური ჟანრის ფილმის კატეგორიაშიც.

წლის მსახიობი კაცის ტიტული დრამატულ ფილმებში ჯოკერის როლისთვის ჰოაკინ ფენიქსმა მოიპოვა, ამავე კატეგორიაში წლის მსახიობი ქალი კი ჯუდი გერლანდის როლისთვის რენე ზელვეგერი გახდა.

წლის მუსიკალურ ან კომედიურ ფილმებში ქალისა და მამაკაცის როლებისთვის ჯილდოები მიიღეს აკვაფინამ ფილმისთვის „დამშვიდობება“ და ტაარონ ეგერტონმა ელტონ ჯონის განსახიერებისთვის ფილმში „როკეტმენი“.

მეორეხარისხოვანი კაცის როლისთვის ჯილდო მიიღო ბრედ პიტმა,  ქალის როლის შესრულებისთვის კი გამარჯვება ლორა დერნმა მოიპოვა ფილმისთვის „ქორწინების ამბავი“. წლის ანიმაციების კატეგორიაში გამარჯვებული გახდა „დაკარგული რგოლი“.

წლის საუნდტრეკისთვის კი ჯილდო მიიღო ელტონ ჯონმა. ნომინაციაში წლის მუსიკალური გაფორმება ფილმში „ჯოკერი“ჰილდურ გუანადოტირმა გაიმარჯვა. მწლის უცხოური ფილმების ნომიანციაში გამარჯვება კი სამხრეთ კორეულ „პარაზიტს“ ერგო .

მინი სერიალების კატეგორიაში ჯილდო ხვდა „ჩერნობილს“. წლის დრამატული სერიალი გახდა „მემკვიდრეობა“, კომედიური ჟანრის სერიალების კატეგორიაში კი „რწყილი“. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი