მართლმადიდებელი სამყარო, შობის დღესასწაულისთვის ემზადება. ხვალ, ღამით ტაძრებში ლიტურგია ჩატარდება, მორწმუნეებისთვის 40 დღიანი მარხვა სრულდება.
ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში, ღამისთევა 23:30 საათზე დაიწყება, რომელსაც ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი მეუფე დიმიტრი აღავლენს. საშობაო ლიტურგიას, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.