პიროტექნიკით დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში რჩებიან

03 იანვარი 2020, 15:00 1300 ნახვა

პიროტექნიკით დაშავებული შვიდი მოზარდი იაშვილის კლინიკაში მკურნალობას განაგრძობს. შვიდივე ბავშვს ოპერაცია ჩაუტარდა. განსაკუთრებით მძიმეა 10 წლის ბიჭის მდგომარეობა.

ექიმის თქმით, დაშავებულს აღენიშნებოდა ორივე მტევნის მძიმე დაზიანება და დასჭირდა სამი თითის ნაწილობრივ, ორის კი სრული ამპუტაცია.ახალი წლის ღამეს, პიროტექნიკით დაზიანების შემთხვევებთან დაკავაშირებით112-ში 124 ზარი შევიდა.  

რუსთავის საავადმყოფოში 3 ადამიანი მიიყვანეს, მათგან ერთი ბავშვი. სამივეს გადაუდებელი ოპერაცია დასჭირდა. ერთი ქალი დაშავდა ბათუმში, თუმცა  კლინიკიდან მალევე გაეწერა. 

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი