პარლამენტთან დაკავებული 10-ივე პირი გადაყვანილია საქალაქო სასამართლოში. პროცესი დღეს უნდა გაიმართოს. დაკავებულების ნაწილისთვის ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში აქციების დროს ეს უკვე მეორე დაკავებაა. მხარდასაჭერად სამოქალაქო აქტივისტები მივიდნენ. ისინი პოლიტიკურ ინტერესებზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ყველა დაკავებული უდანაშაულოა და სამართალდამცავებმა უფლებამოსილებას გადაამეტეს.
რაც შეეხება უფლებადამცველების პოზიციას მათი თქმით, ნოდარ რუხაძეს და გიორგი მუმლაძეს ფიზიკური დაზიანებები აქვთ. როგორც ადვოკატები საუბრობენ, სახელმწიფო ბრალდებას დაკავებულების წინააღმდეგ მტკიცებულებები არ აქვს და მხოლოდ დაკავების ოქმი არსებობს. ადვოკატები დღეს შუამდგომლობას დააყენებენ გათავისუფლებასთან დაკავშირებით.