ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, მოლაპარაკების მე-5 რაუნდი, იანვარში შედგება. ოპოზიციას არ აქვს მოლოდინი, რომ „2020-ის“ არჩევნებში, მაჟორიტარული სისტემა შეიცვლება, მათი თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელების რესურსი არ არსებობს. ამიტომ, ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ „ტექნიკური სისტემით“ აპირებენ „ქართულ ოცნებასთან“ ბრძოლად.
ჯერ-ჯერობით დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ, მაგრამ ამბობენ,რომ ეს შესაძლოა იმ შემთხვევაში მოხდეს, თუ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით არ ჩატარდება. დიალოგისთვის მზად არის, მმართველი გუნდი, თუმცა აქაც, წინასწარ გეგმებზე არ საუბრობენ, მაგრამ აცხადებენ, რომ მათი პოზიცია ცნობილი იყო და დათმობაზე წასვლას არ აპირებენ.