საშობაოდ პრეზიდენტი შეწყალების აქტს გამოსცემს

29 დეკემბერი 2019, 15:25 1427 ნახვა

საშობაოდ პრეზიდენტი შეწყალების აქტს გამოსცემს, თუმცა იქნება თუ არა სიაში მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე, „მთავარს“ ადმინისტრაციაში არ უდასტურებენ. ვინ მოხვდა შეწყალებულთა შორის ? - ეს, სიის გამოქვეყნების შემდეგ გახდება ცნობილი, მაგრამ როდის გამოქვეყნდება სია, ჯერ-ჯერობით არ ამბობენ. დეკანოზის გათავისუფლების მოლოდინი არ აქვს, მსჯავრდებულის ადვოკატს.

მიხეილ რამიშვილის განცხადებით, პირველ რიგში, პოლიტიკური ნებაა საჭირო.  გიორგი მამალაძის შეწყალების თხოვნით წმინდა სინოდმა საქართველოს პრეზიდენტს 8 ნოემბერს მიმართა.

საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი ვერ აკონკრეტებს, რატომ არ იწყალებს პრეზიდენტი მსჯავრდებულ დეკანოზს. ანდრია ჯაღმაიძის თქმით, სინოდმა თავისი გასაკეთებელი უკვე გააკეთა, შეწყალების შუამდგომლობით პრეზიდენტს მიმართა და ახლა გადაწყვეტილება სალომე ზურაბიშვილმა უნდა მიიღოს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი