სოფიო კილაძე ეკა ბესელიას შესაძლო კორუფციული საქმიანობის გამოძიებას ითხოვს

27 დეკემბერი 2019, 20:37 1555 ნახვა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე ეკა ბესელიას კორუფციაში ადანაშაულებს და გამოძიებისკენ მიუთითებს. ამბობს, რომ აქვს დოკუმენტები, რომელიც გარკვეულ კორუფციულ გარიგებებში  ბესელიას ინტერესს ადასტურებს.  აცხადებს, რომ უკვირს, რატომ არ გადადგა გენერალურმა პროკურატურამ აქამდე შესაბამისი ნაბიჯები ამ მიმართულებით.

დეპუტატი ირწმუნება, რომ ეკა ბესელიას მხრიდან კონკრეტულ კითხვებზე პასუხის გაცემა მოითხოვა უმრავლესობის ერთ-ერთ სხდომაზე, რომელსაც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა. მისი თქმით, ამას ბესელიას მხრიდან ნეგატიური რეაქცია მოჰყვა. ეკა ბესელია კი კილაძეს ფატქების დასახელებისკენ მოუწოდეს, მის ნაამბობს კი ბოდვას და სამარცხვინო როლში ყოფნას უწოდებს.  დამოუკიდებელი დეპუტატის მტკიცებით, სოფო კილაძე იმას ამბობს, რისი გახმოვანებაც "ქართულ ოცნებას" სურს.   კილაძის თქმით კი კონკრეტულ თემებზე შეგნებულად არ საუბრობს და  თუ ბესელია საჭიროდ ჩათვლის, სარჩელი სასამართლოში შეიტანოს, დეტალებზე კი კილაძე იქ ისაუბრებს.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი