ბათუმის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ ვითარებაში აინთო. საახალწლო ღონისძიებები ბულვარში ჩატარდება. კონცერტისთვის სცენა საზაფხულო თეატრთან დამონტაჟდა. 31 დეკემბერს ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით სიმფონიური ორკესტრი და ცნობილი ქართველი მომღერლები გამართავენ კონცერტს. ღონისძიებები 7 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.
მერიის ინფორმაციით, გაფორმებების, ნაძვის ხის სამონტაჟო და სადემონტაჟო სამუშაოების ღირებულება 428 ათას ლარზე მეტია.