ქობულეთში მომხდარი ტრაგედიის გამო, რა დროსაც 5 ახალგაზრდა დაიღუპა, საახალწლო ნაძვის ხეების საზეიმო ანთება გადაიდო გუშინ აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში. მუნიციპალიტეტებში ახალი წლის მთავარი ატრიბუტი დღეს აანთეს, პომპეზურობის გარეშე. სხვადასხვა ღონისძიებით გეგმავენ ქედაში, შუახევსა და ხულოში წინასაახალწლო და ახალი წლის შემდგომი დღეების აღნიშვნას. კონცერტებში მონაწილეობას ადგილობრივი და მოწვეული ბენდები და შემოქმედებითი ჯგუფები მიიღებენ.