2019 წლის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 3573 ფაქტი გამოვლინდა, მათ შორის 199 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. ინფორმაცია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა გამოაქვეყნა.
ყველაზე მეტი - 1 415 ფაქტი კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე გამოვლინდა. იმერეთში 438 სამართალდარღვევა, სამცხე-ჯავახეთში 422 ფაქტი, აჭარაში კი 372.
თბილისში, მიმდინარე წელს, ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 16 ფაქტი გამოვლინდა.
ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 21 100 მ3-მდე ხე-ტყე.
ამავე პერიოდში, დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 551 ფაქტი და ამოღებულია 225 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი.