რამდენიმე წუთის წინ, სრულიად საქართველოს მუფთი ადამ შანთაძე გახდა. მან მუსლიმთა საბჭოს 13 წევრის მხარდაჭერა მიიღო.
ადამ შანთაძის წინააღმდეგ საბჭოს 2 წევრი წავიდა. სამუფთოს სამმა თანამშრომელმა კი პროტესტის ნიშნად თანამდებობა დატოვა. მათ შორის იყო: ყოფილი მუფთის მრჩეველი თემურ გორგაძე, სამუფთოს პრესსამსახური ოთარ ნადირაძე და სამუფთოს განათლების დოგმატიკის ხელმძღვანელი რეზო მიქელაძე.
მათი თქმით, ადამ შანთაძე სუს-ის კანდიდატია. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფრომაციით, არ არის გამორიცხული, რომ თანამდებობა პროტესტის ნიშნად კიდევ რამდენიმე პირმა დატოვოს.