დღეს ბათუმში ნაძვის ხე აინთება. საზემო ღონისძიება 20 საათზეა ჩანიშნული, მანამდე კი სადღესასწაულო პროგარამა კონცერტი დაიწყება, მასში ადგილობრივი ბენდები და სოლო შემსრულებლები მონაწილეობენ. მუსიკალური საღამო რამდენიმე საათს გაგრძელდება და მასში კამერული გუნდი და ჯაზ ბიგ ბენდიც მიიღებენ მონაწილეობას. საახალხწლო ღონისძიებები 7 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. პროგრამის მიხედვით ყოველდღიტრად ჩატარდება კონცერტები. 31 დეკემბრს კი ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით გამართავს კონცერტს.