ატენის ხეობაში ხანძრის ქრობის სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო. სოფელ ორმოცის მიმდებარედ, მთელი ღამის განმავლობაში მეხანძრე-მაშველები მუშაობდნენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე დრონის საშუალებით ხდება ცეცხლის გავრცელების არეალის მონიტორინგი. უწყების ინფორმაციით, ადგილზე შექმნილია სამუშაო შტაბი, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი ხელმძღვანელობენ.