საუკეთესო მორაგბის გამოსავლენად გამოკითხვა დაიწყო

25 დეკემბერი 2019, 10:33 2107 ნახვა

საქართველოს რაგბის ფედერაცია 2019 წლის საუკეთესო მორაგბის გამოსავლენად გამოკითხვას ატარებას. ასევე გამოკითხვა მიმდინარეობს საუკეთესო ლელოს შესარჩევად.

2019 წლის საუკეთესო მორაგბის პრიზისთვის მერაბ შარიქაძე, მამუკა გორგოძე, ბექა გორგაძე, დავით კაჭარავა და ალექსანდრე თოდუა იბრძვიან.
საუკეთესო მორაგბეს ქომაგები, მედია და ქართული კლუბების მწვრთნელები გამოავლენენ. გამარჯვებული შედეგების დაჯამებით გამოვლინდება.

2019 წლის საუკეთესო ლელოს ნომინაციაში არის სანდრო თოდუა - vs ავსტრალია, ვანო კარკაძე - vs ფიჯი | World Rugby U20s, მამუკა გორგოძე - vs ფიჯი | RWC 2019, ოთარ ლაშხი - vs სამხრეთ აფრიკა| World Rugby U20s, ლევან ჩილაჩავა - vs უელსი | RWC 2019 და თედო აბჟანდაძე - vs შოტლანდია | World Rugby U20s.

ხმის მიცემა 2019 წლის 31 დეკემბერს საქართველოს დროით დღის 12 საათზე დასრულდება.
გულშემატკივრებს ხმის მიცემა შეუძლიათ საქართველოს რაგბის ეროვნული ფედერაციის ვებ გვერდზე: rugby.ge/vote-2019/

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი