ბათუმის მერია უფასო სასადილოებში სოციალურად დაუცველი ადამიანების კვებისთვის თანხას 29 თეთრით ზრდის, თუმცა ამის მიუხედავად ერთი ადამიანის ერთ სადილზე 2 ლარამდე თანხაც კი არ იხარჯება.
ამის პარალელურად ყოველწლიურად იზრდება ბენეფიციართა რიცხვი. მიმდინარე წელს უფასო სასადილოთი საჭიროების მქონე 5 182 ადამიანი სარგებლობს. მერიამ უკვე იცის, რომ 2020 წელს 197 -ით მეტი ბენეფიციარი ეყოლება. მსურველი და რიგში მდგომი კი ბევრად მეტია. რა საკვები მზადდებოდა და მზადდება მიმდინარე წელს არასრულ ლარნახევრად და რა საჭიროებებზე საუბრობენ ადმინისტრაცის წარმომადგენლები და ბენეფიციარები?