სკოლებში მანდატურის ფსიქოლოგები მუდმივ რეჟიმში მუშაობენ - ამბობს პარლამენტში განათლების მინისტრი

20 დეკემბერი 2019, 16:01 2238 ნახვა

მინისტრის საათის ფორმატში დღეს სამ მინისტრს უსმენენ, ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმშია და რიგგარეშე სხდომებს არ ესწრება. განათლების, მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა ლუკა სირაძის ოჯახს და აღნიშნა, რომ მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგები მუდმივ რეჟიმში მუშაობენ, რათა მოსწავლეებს სტრესის გადალახვაში დაეხმარონ. პარლამენტარების წინაშე ჯანდაცვის და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრებიც წარდგებიან. 

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში