საქართველოს XV ნაკრებში ყველაზე მეტი, 9 მორაგბე ,,ბათუმიდან'' გამოიძახეს

18 დეკემბერი 2019, 12:14 2364 ნახვა

საქართველო XV-ის სამწვრთნელო შტაბმა 35 მორაგბე შეარჩია, რომლებიც 2020 წლის იანვარში, არგენტინული ტურნესთვის მოემზადებიან. გაფართოებულ შემადგენლობაში 21 მორკინალი და 14 ხაზის მოთამაშეა. აქცენტი ამჯერადაც დიდი 10-ის კლუბების მორაგბეებზე გაკეთდა, თუმცა წინა მატჩებისგან განსხვავებით, გაფართოებულ შემადგენლობაში ორი ლეგიონერია, ორივე მარჯვენა ბურჯი – ნიკა პატარაია ბუქარესტის „დინამოდან“და ანტონ ფეიქრიშვილი, რომელიც ბოლოს ფრანგულ „აჟენში“ თამაშობდა.

გაფართოებულ შემადგენლობაში ყველაზე მეტი 9 მორაგბე „ბათუმიდანაა“ წარმოდგენილი. სამწვრთნელო შტაბის მიერ შერჩეული 35 მორაგბე პირველ შეკრებას 23 -30 დეკემბერს, ქუთაისში გაივლის.

საქართველო XV 30-კაციანი შემადგენლობით არგენტინაში 11 იანვარს გაემგზავრება და „ხაგუარესთან“, რომელიც ზე-რაგბის ახალი სეზონისთვის ემზადება, პირველ თამაშს 17 იანვარს მარ-დელ-პლატაში გამართავს. ​მეორე შეხვედრა 24 იანვარსაა დანიშნული და ჯერჯერობით უცნობია სად ჩატარდება ეს თამაში.

ბათუმის ,,ბათუმიდან’’ საქართველოს 15-ში: ზურაბ ერისთავი, ბექა მამრიკიშვილი, შოთა გოგისვანიძე, სანდრო ქოიავა, ვანო ფუტკარაძე, კობა ჯიმშელეიშვილი, კობა ბუჯიაშვილი, გურამ ქანდაურაშვილი და ანზორ სიჭინავაა გამოძახებული.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი