მრჩეველთა საბჭოს შესარჩევი კომისიის დებულება დამტკიცდა 

17 დეკემბერი 2019, 20:37 1770 ნახვა

25 დეკემბრამდე უმაღლეს საბჭო კომისიამ მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს მეხუთე წევრის ასარჩევად კანდიდატები უნდა წარუდგინოს. თვის ბოლომდე კი უმაღლესმა საბჭომ მრჩეველი უნდა აირჩიოს. ეს ის შემთხვევაა როდესაც, წინა კომისიისგან განსხვავებით მრჩევლებს მედია-ექსპერტები გაესაუბრებიან, თუმცა კომისიაში რჩება ის ორი წევრი, რომელსაც წინა პროცესის დროს ოპოზიციამ უნდობლობა გამოუცხადა.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ამბობს, რომ ყველაფერს გააკეთებს რომ ახლა კითხვები აღარ გაჩნდეს. ყველაზე მეტი კითხვა და პრეტენზია კი წინა კომისიის შემადგენლობაზე იყო, რომელმაც უმაღლეს საბჭოს მოწონებული კანდიდატები შესთავაზა. საბჭომ კი სასურველი სამი ისე დაამტკიცა, რომ კანდიდატებისთვის კითხვებიც კი არ დაუსვამს.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი