წელს 49 ჟურნალისტი მოკლეს, 389 ციხეშია, ხოლო 57 მძევლად აიყვანეს 

17 დეკემბერი 2019, 11:26 2669 ნახვა

საერთაშორისო ორგანიზაცია ''რეპორტიორები საზღვრებს გარეშე'' ყოველწლიურ ანგარიშს აქვეყნებს. დოკუმენტის მიხედვით 2019 წელს მსოფლიოში 49 ჟურნალისტი მოკლეს, 389 ციხეშია, ხოლო 57 მძევლად აიყვანეს. მონაცემებზე დაყრდნობით ჟურნალისტიკა დღემდე ერთ-ერთ სახიფათო პროფესიად რჩება. ანგარიშში აღნიშნულია, რომ 16 წლის განმავლობაში მოკლული ჟურნალისტების რაოდენობა წელს ყველაზე დაბალია. დაღუპულ რეპორტიორთა რაოდენობა შარშანდელ მაჩვენებელზე 44% ნაკლებია. 

სირიაში, იემენსა და ავღანეთში კონფლიქტების გაშუქების დროს 17 ჟურნალისტი მოკლეს, 2018 წელს კი 34.  

ჟურნალისტებისათვის სამუშაოდ ყველაზე საშიშ ქვეყნებად დასახელებულია სირია, მექსიკა, ავღანეთი, პაკისტანი და სომალი. 

რაც შეეხება პატიმრობაში მყოფ რეპორტიორებს, გასულ წელთან შედარებით წელს მაჩვენებელი 12 % გაზრდილია. რეპორტიორების უმრავლესობა დაკავებულია ჩინეთში, ეგვიპტეში და საუდის არაბეთში. 

2019 წელს მძევლად 57 რეპორტიორი აიყვანეს, მათ შორის ერთი უკრაინაში, დანარჩენი სირიაში, იემენსა და ერაყში. მათი ადგილსამყოფელი დღემდე უცნობია. 

ანგარიში 1 იანვრიდან 1 დეკემბრამდე პერიოდს მოიცავს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი