სალობიეშიც ვივლი და სხვადასხვა თავშეყრის ადგილებშიც ძალიან თავისუფლად - სალომე ზურაბიშვილი

16 დეკემბერი 2019, 11:39 1453 ნახვა

სადაც საჭიროა სალობიეშიც ვივლი და სხვადასხვა თავშეყრის ადგილებშიც ძალიან თავისუფლად - უთხრა ჟურნალისტებს სალომე ზურაბიშვილმა კითხვის საპასუხოდ.  საქართველოს პრეზიდენტი ამბობს, რომ მოსახლეობისგან უნდობლობა არ უნახავს და ფეხით სიარულს გააგრძელებს .

„საკუთარი მოსახლეობის უნდობლობა მე არ მინახავს. ქუჩაში დავდივარ, რეგიონებში გავდივარ და ვხვდები ხალხს უამრავი, ძალიან დიდი დოზით სიყვარულით. ჩემთვის საზომი, თუ როგორ აფასებს მოსახლეობა თავის პრეზიდენტს ეს არის არა რაღაც კრიტიკები ან ხუთ კაციანი გამოსვლები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ეს არის პრეზიდენტსა და ხალხს შორის არ გაწყდეს ეს ურთიერთობა. ამიტომ სადაც საჭიროა სალობიეშიც ვივლი და სხვადასხვა თავშეყრის ადგილებშიც ვივლი ძალიან თავისუფლად. ფეხით სიარულს გავაგრძელებ და ჩემს ხალხთან ერთად ვიქნები სადაც და როგორც საჭიროა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი