ვინ გახდება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე? ამ კითხვაზე პასუხი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ჯერ არ აქვს, გიორგი მიქაუტაძის თქმით კონსულტაციები ჯერ არც კი დაწყებულა, ნაზი ჯანეზაშვილს კი მიაჩნია, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტის ერთი წლის მანძილზე იმ მიზეზით არის ვაკანტური, რომ ე.წ. კლანი ელოდებოდა პარლამენტის მიერ უვადო მოსამართლეების დამტკიცებას.