88 კოლეგის გადაწყვეტილებით, ნიკა მელია დეპუტატი აღარ არის

12 დეკემბერი 2019, 16:44 1856 ნახვა

საქართველოს პარლამენტმა "ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა.

88 მომხრე, არც ერთი წინააღმდეგი-გადაწყვეტილება პლენარულ სხდომაზე  რამდენიმე წუთის წინ მიიღეს.

სხდომას  პროტესტის ნიშნად "ნაციონალური მოძრაობის"  წევრები არ ესწრებოდნენ.

შეგახსენებთ, რომ ბანკი „ქართუს“ გაკოტრების საქმეზე ნიკა მელიას  25 000 - ლარიანი ჯარიმა დაეკისრ ა და  2 წლით და 3 თვის ვადით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა. 

ანი ბოჭორიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი