ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ფოტოხაფანგმა ფოცხვერი დააფიქსირა.
ფოცხვერი კატისებრთა ოჯახის საშუალო ზომის მტაცებელია.
ნადრობს როგორც მთის, ისე ვაკის უღრან ტყეებში, ზოგჯერ იჭრება ტყე-ველში. იკვებება ძუძუმწოვრებით, ფრინველებით. ზოგჯერ თავს ესხმის ირემს, შველს, აგრეთვე ძროხას, ცხვარს, კარგად დაცოცავს ხეებზე.