ბათუმის მუსიკალურმა ცენტრმა ბათუმის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში პიეტრო მასკანის საოპერო ნაწარმოებს უმასპინძლა. მასში მონაწილეობდნენ საოპერო სტუდიის სოლისტები , ცენტრის სიმფონიური ორკესტრი და კაპელა დავით მუქერიას დირიჟორობით.
პიეტრო მასკანის „სოფლის ღირსების“ მსოფლიო პრემიერა 1890 წლის 17 მაისს რომში შედგა, თბილისში კი პირველად ორი წლის შემდეგ დაიდგა.