პრეზიდენტი მედიას ბულინგში ადანაშაულებს, ოპოზიცია კი მთავარსარდლისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს

11 დეკემბერი 2019, 15:08 1401 ნახვა

„დისკრედიტაციის მცდელობა და ბულინგი“, -ასე აფასებენ  პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე გაკეთებულ შეფასებებს. განმარტავენ, რომ მისი სიტყვა კიდევ ერთხელ დამახინჯდა და სხვა ინტერპრეტაციით გავრცელდა.

სალომე ზურაბიშვილმა სკანდალური განცხადება სამეცნიერო წარმომადგენლებთან შეხვედრისას გააკეთა, თქვა, რომ საქართველოს ჯარი და იარაღი არ აქვს და არც ექნება.  პრეზიდენტს აკრიტიკებენ და მისგან საჯაროდ  ბოდიშის მოხდას ითხოვენ ოპოზიციონერი და დამოუკიდებელი დეპუტატები. ამბობენ, რომ  განცხადება ანტისახელმწიფოებრივია, ურმაველსობისგან განსხვავებით ღიად გააკრიტიკა ზურაბიშვილი თავდაცვის მინისტრმა.

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი