„ბუნების დაცვის საერთაშორისო გაერთიანებამ“ - (IUCN) კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. როგორც მეცნიერები იუწყებიან, გლობალური დათბობის გამო, ოკეანეების წყლებში ჟანგბადის რაოდენობა კრიტიკულად შემცირდა.
კვლევის დროს ოკეანეების 700-მდე პერიფერია შეისწავლეს და აღმოაჩინეს, რომ ზღვის ბინადარ არაერთ სახეობას გადაშენება ემუქრება. მათ რიცხვს მიეკუთვნებიან ზვიგენებიც, რომლებიც დედამიწის ეკოსისტემის უმნიშვნელოვანეს რგოლს წარმოადგენენ.
მეცნიერების დასკვნის საფუძველზე ირკვევა, რომ ჟანგბადის შემცირების ერთ-ერთი მიზეზი ქიმიური ნარჩენებია, რომლებიც ოკეანეებში ხვდება.
ორგანიზაციის წარმომადგენლები და კვლევით პროცესში ჩართული მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ერთადერთი გამოსავალია, სახელმწიფოებმა ეკოლოგიური კატასტროფის წინააღმდეგ სტრატეგიული ზომები მიიღონ.