სიტყვიერი დაპირისპირება ხელვაჩაურის მერის მოადგილესა და ჟურნალისტებს შორის  

10 დეკემბერი 2019, 18:22 2806 ნახვა

მორიგი აგრესია საჯარო მოხელის მხრიდან ჟურნალისტების მიმართ, ამჯერად ხელვაჩაურში. ხელვაჩაურის მერის მიერ დარბაზის კომენტარის გარეშე დატოვებას, ჟურნალისტის მხრიდან რეპლიკა მოჰყვა, რამაც მერის მოადგილე არჩილ ბარამიძე გააღიზიანა და იგი სიტყვიერად დაუპირისპირდა ჟურნალისტებს, თავად მერი აცხადებს, რომ კონფლიქტის დროს იქ არ იმყოფებობდა და საკითხს მოგვიანებით შეისწავლის.

მანამდე კი საკრებულოს სხდომაზე დამტკიცდა მერისთვის მისი მოადგილისა და საკრებულოს თავმჯდომარისთვის მაღალი გამავლობის სამი ავტომობილის შეძენის გადაწყვეტილება, ღირებულება 174 ათას ლარზე მეტია, ოპოზიციაში თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე საუბრობენ, აღნიშნავენ მუნიციპალიტეტში არსებული მძიმე სოციალური მდგომარეობის ფონზე, ასეთი ხარჯების გაწევა მიუღებელია,ჯუმბერ ვარდმანიძე ამბობს, რომ ოპოზიცია აჟიოტაჟის გამოწვევას ცდილობს და მანქანების შეძენა აიპებისთვის ხდება

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი