პრობლემები სატრანსპორტო სფეროში - მოსახლეობა პრობლემის მოგვარებას წლებია ითხოვს

09 დეკემბერი 2019, 12:28 1905 ნახვა

მოძველებული მუნიციპალური მიკროავტობუსები, პარკირების პრობლემა, მოუწესრიგებელი გზები და არაადაპტირებული გარემო- ეს იმ გამოწვევების არასრული ჩამონათვალია, რომელიც ქედაში მუნიციპალური ტრანსპორტის მომსახურების სფეროში არსებობს და  მოსახლეობა პრობლემის მოგვარებას წლებია ითხოვს. გაეროს განვითარების ფონდის მიხედვით შესაბამისი პროექტი მომზადდა, რომელიც, საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა დაამტკიცეს.

„მწვანე ქალაქები“ ასე ქვია პროექტს, რომლის მიხედვით, უნდა მოხდეს ტრანსპორტის განახლება, შესაბამისი მარშრუტების დაზუსტება, გზების კეთილმოწყობა, მოსაცდელების მოწყობა და ადაპტირება. გეგმის მიხედვით, უნდა გამოიყოს ადგილი პარკინგისთვის. მერიაში განმარტავენ, რომ პროექტის განხორციელება  დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. მას ნაწილობრივ ქედის მერია, ნაწილს კი  გარემოსდაცვითი ფონდი დააფინანსებს.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი