საარჩევნო სისტემა - დისკუსია მთავარ თემაზე დღეს გაგრძელდება

08 დეკემბერი 2019, 12:35 1353 ნახვა

დღეს,  ოპოზიცია და ხელისუფლება ერთმანეთს მეორედ, დიპლომატიური კორპუსის მონაწილეობით ისევ შეხვდება. განხილვის მთავარი საკითხი კვლავ საარჩევნო სისტემაა. ოპოზიცია ე.წ. გერმანული მოდელის მიხედვით შემუშავებული საარჩევნო სისტემის შემოღებას ითხოვს, რაზეც ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ აღნიშნული საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამოა.

მიუხედავად ამისა, როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებმა მორიგი შეხვედრისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.  საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი იმედოვნებს, რომ მხარეებს შორის ურთიერთგაგება იქნება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში