100 მილიონი ევრო ბათუმისა და თბილისის სატრანსპორტო ქსელისთვის

06 დეკემბერი 2019, 20:12 2184 ნახვა

გერმანიის განვითარების ბანკი, თბილისსა და ბათუმს 50 წლით დაბალპროცენტიანი სესხის სახით, 100 მილიონ ევროს გამოუყოფს. თანხა, საცობებისა და ქუჩების გამტარუნარიანობის პრობლემის მოგვარებას,  პარკირებისა  და  ერთიანი სატრანსპორტო  სისტემის შექმნას უნდა მოხმარდეს.

გაეროს განვითარების პროგრამის „მწვანე ქალაქების„  ხელმძღვანელი ამბობს, რომ გერმანულმა მხარემ გადაწყვეტილება, ბათუმში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ეკოლოგიური პრობლემების შესახებ მომზადებული კვლევის გამოქვეყნების შემდეგ მიიღო.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი