საპენსიო ასაკის პედაგოგების სკოლიდან გასვლის მეორე ეტაპი იწყება. ხანდაზმულ მასწავლებლებს, რომლებსაც პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი აქვთ, სახელმწიფო ჯილდოს სახით 2 წლის ხელფასს სთავაზობს.
იანვრიდან მათი ადგილები ახალმა პედაგოგებმა უნდა დაიკავონ. პირველ ეტაპზე, პროფესიიდან გასვლის შესახებ განაცხადი დაახლოებით 6 ათასამდე პენსიონერმა მასწავლებელმა გააკეთა. მეორე ეტაპის ზუსტი მონაცემი კი კონკურსების გამოცხადების შემდეგ გახდება.
29 ნოემბრის მდგომარეობით აჭარაში განაცხადი უკვე დაარეგისტრირა 150-ზე მეტმა პედაგოგმა. ნაწილი გამოცდის შედეგებს ელოდება. სურვილის შემთხვევაში მათ ექნებათ საშუალება ახალი კადრებით ჩანაცვლებამდე დარჩნენ სკოლებში, ოღონდ ჯილდოს ვეღარ მიიღებენ.