15 წელი 11 სექტემბრის ტრაგედიიდან

11 სექტემბერი 2016, 00:00 3221 ნახვა

11 სექტემბრის ტერაქტებიდან 15 წელი გავიდა. ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქებში დღეს სამგლოვიარო ღონისძიებები გაიმართება. ნიუ-იორკში 11 სექტემბრის ტრაგედიის ადგილას მოსახლეობა გარდაცვლილთა ხსოვნას პატივს მიაგებს, რის შემდეგაც წმინდა პავლეს ტაძარში "იმედის ზარები" დაირეკება. მოგვიანებით კი პრეზიდენტი ბარაკ ობამა, პირველი ლედი მიშელ ობამა და თავდაცვის მდივანი ეშტონ კარტერი ვაშინგტონში პენტაგონში დაგეგმილ ცერემონიას დაესწრებიან. სამგლოვიარო ღონისძიება გაიმართება პენსილვანიაშიც, გატაცებული თვითმფრინავის ჩამოვრდნის ადგილას. 2001 წლის 11 სექტემბერს ნიუ-იორკში, ვაშინგტონსა და პენსილვაიაში ერთდროულად განხორციელებული ტერორისტული აქტების შედეგად 3 ათასამდე ადამიანი დაიღუპა. ტერაქტების სერია 19-მა ახალგაზრდა ექსტრემისტმა განახორციელა. 11 სექტემრბის ტრაგედიის შემდეგ “ალ-ქაიდას” ლიდერზე ბინ ლადენზე გაძლიერებული ძებნა გამოცხადდა.  ათწლიანი დევნის შედეგად, ამერიკელმა საზღვაო ქვეითებმა ტერორისტის ლიკვიდაცია 2011 წლის 2 მაისს პაკისტანში შეძლეს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი