ე.წ გერმანული მოდელი პოლიტიკურად მიღებული თუ კონსტიტუციასთან შეუსაბამო? 

01 დეკემბერი 2019, 20:25 1656 ნახვა

ოპოზიციის, მმართველი გუნდისა და დიპლომატების  შეხვედრა შეხვედრისთვის და დიპლომატიური კორპუსის მოლოდინი, დიალოგის გაგრძელებასთან დაკავშირებით. „ქართული ოცნების“  პასუხი, პირველი შეხვედრის შემდეგ, ე.წ. გერმანულ მოდელთან დაკავშირებით, ცნობილია.  მმართველი პარტიის წევრები  მას საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ მიიჩნევენ. 

როგორც აღმოჩნდა ხელისუფლებაში, ოპოზიციასა და ექსპერტულ წრეებში, ქვეყნის კონსტიტუცია განსხვავებულად იკითხება, განსხვავებულია ინტერპრეტაციებიც.  ოპოზიცია და  კონსტიტუციონალისტთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ მოდელი, რომელზეც დისკუსია 2016 წელს,  ფრაქცია „რესპუბლიკელების“  მიერ დაიწყო პარლამენტში, სრულ შესაბამისობაშია ქართულ კანონმდებლობასთან.

სამი წლის წინ ამ ინიციატივას საკმარისი მხარდაჭერა საკანონმდებლო ორგანოში არ აღმოაჩნდა, მათ შორის  არც საპარლამენტო ოპოზიციურ ძალებში, რისკენაც მათ არასამთავრობო სექტორიც მოუწოდებდა.

ხათუნა შუშანიძე
ჟურნალისტი და წამყვანი

ამავე კატეგორიაში