დაპირისპირება, შეძახილები და სტვენა - იუსტიციის მინისტრმა შენობა პოლიციის დახმარებით დატოვა

29 ნოემბერი 2019, 20:13 1675 ნახვა

სამართალდამცველებს პარლამენტის მიმდებარედ დღეს ლითონის ბარიკადები არ აღუმართავთ. სხდომა დილით აქციამდე დაიწყო. ოპოზიციის წარმომადგენლების ინფორმაციით, პიკეტირების თავიდან ასაცილებლად მმართველი პარტიის დეპუტატები პარლამენტში გამთენიისას შევიდნენ.

 

დისკომფორტი ყველგან და ყველას - ასეთია ოპოზიციის და სამოქალაქო აქტივისტების სტრატეგია. სწორედ ამიტომ ისინი პარლამენტიდან ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მივიდნენ.  

 

დისკომფორტის შექმნა იუსტიციის მინისტრისთვის სცადეს, თუმცა ხმაურის, კორდონის და შეძახილების მიუხედავად, თეა წულუკიანი ამბობს, რომ შენობაში შესვლა არ გასჭირვებია და არც დისკომფორტს განიცდის.

 

ინცინდენტის შემდეგ დააკავეს რამდენიმე პირი. პოლიტიკოსები კი ტერიტორიიდან გაიყვანეს. სამართალდამცველები განსაკუთრებით აგრესიულები იყვნენ ჟურნალისტების მიმართ.

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი