კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭომ 5 საკითხზე იმსჯელა. საუბარია ქალაქის სხვადასხვა ტერიტორიაზე არსებულ შენობა-ნაგებობების სარეაბილიტაციო სამუშაოებზე. ერთ-ერთია ბათუმის ნავსადგურის ყოფილი შენობა, სადაც შპს "აქსერონი" სასტუმრო ნომრების მოწყობას გეგმავს. კომპანიამ საბჭოს წევრებს ესკიზის სახით შესთავაზა რამდენიმე ვერსია. საბჭოს წევრების უმრავლესობისთვის მისაღებია ის ესკიზი, რომლის მიხედვითაც შენობის ორფერდა სახურავი დაახლოებით 1 მეტრამდე უნდა აიწიოს და მოეწყოს მანსარდი. ის წევრები რომელბმაც საკითხს მხარი დაუჭირეს, ამბობენ, რომ შენობას იერსახე არ შეეცვლება და ის იფუნქციონირებს. საბჭოს წევრი შოთა გუჯაბიძემ არ არის წინააღმდეგი რეაბილიტაცია ჩაუტარდეს შენობას, თუმცა ამბობს, რომ ეს წესების დაცვით უნდა მოხდეს. კიდევ ერთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან მიმართებით აქვთ საბჭოს წევრებს აზრთა სხვადასხვაობა. ეს არის თავდადებული 36 ნომერში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოები.