ბათუმის მერიასთან დაპირისპირება მოხდა - სპორტსმენები, აქტივისტები, მოქალაქეები და "ნაციონალური მოძრაობა"

28 ნოემბერი 2019, 11:01 5137 ნახვა

ბათუმის მერიას შენობასთან, სადაც საკრებულოს სხდომა უნდა დაიწყოს, ''ნაციონალური მოძრაობის'' დეპუტატებმა განცხადება გააკეთეს. ისინი, საკრებულოს სხდომის ბოიკოტირებას აანონსებენ, ვიდრე ხელისუფლება "პროპორციულ არჩევნების სისტემაზე"  არ გადავა. 

განცხადების გაკეთებამდე, მერიასთან სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. შენობის წინ  შეკრებილები იყვნენ, როგორც "ქართული ოცნების" აქტივისტები და მმართველ პარტიასთან აფილირებული პირები, ასევე, იმ სპორტსმენების ნაწილი, რომლებიც  "დაბოქლომების" აქციის საწინააღმდეგოდ, 22 ნოემბერს, ბათუმის მერიასთან, დეპუტატ მუხრან ვახტანგაძესთან ერთად იმყოფებოდნენ. ისინი ქალაქში წესრიგის დაცვას აანონსებდნენ.   

''ესენი ყველა , აიპის თანამშრომლები არიან, მობილიზებული არიან დაჯგუფებები, მე ასე ვიტყვი... მოვიდნენ იმისთვის, რომ საქმიანობაში ხელი შეგვიშალონ,'' - უთხრა ჟურნალისტებს ლევან ანთაძემ. 

სპორტსმენები კი  ამბობენ, რომ საკრებულოსთან სპორტული საკითხის გასატანად მივიდნენ და მობილიზაცია არ ყოფილა. 

"სპორტის საკითხები არის დღეს საკრებულოზე განხილვის საგანი. ძალიან მნიშვნელოვანია მითუმეტეს ჩვენთვის, გაისად მსოფლიო ჩემპიონატი ტარდება ბათუმში მკლავჭიდში ეს საკითხი. მინდა დავაყენო,  ამ სახეობის დაფინანსების საკითხი საკრებულოზე. მაგასთან დაკავშირებით ვართ მოსული სპორტსმენები" - ამბობს მკლავჭიდის ფედერაციის რეგიონალური პრეზიდენტი, გოჩა შავაძე.

ჟურნალისტი:  დღეს გადის ეს საკითხი საკრებულოს სხდომაზე, არის დღის წესრიგში?

მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტი: როგორც ვიცი უნდა იყოს დღეს... მაგ საკითხთან დაკავშირებით ვართ მოსული. (სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ლაშა ჩავლეიშვილის შეხსენების შემდეგ დააზუსტა, რომ საკითხი საკრებულოს სხდომაზე არ გადის და მოსული არიან კლუბებთან დაკავშირებით ავტ.).

მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტი: "გვინდა, რომ მკლავჭიდზეც ჩამოყალიბდეს კლუბი, გვინდა მივაღწიოთ სიტყვიერ შეთანხმებას. მსოფლიო ჩემპიონები არიან მოსული, მკლავჭიდელები და სხვა სპორტის სახეობის წარმომადგენლები ე.წ "ბალეშჩიკები". საკრებულოს სხდომაზე შეიძლება ვერ დავაყენოთ დღეს ეს საკითხი, მაგრამ შეხვედრები გვექნება მერიის მაღალჩინოსნებთან, რომ ჩვენი საკითხი გაიტანონ. 

მოგვიანებით გოჩა შავაძემ განმარტა, რომ თუ სხვა საკითხები მათ, სპორტსმენებს და მოქალაქეებს შეეხებათ, ისინი "ჩაერევიან".

- თუ შეგვეხება ჩვენ, სპორტსმენებს და ჩვენ ხალხს სხვა საკითხებიც ჩავერევით რა თქმა უნდა. 

- რას გულისხმობთ?

- არ დაგიზუსტებთ. 

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი