ტრაგიკული შემთხვევა თუ განზრახ მკვლელობა? გარდაცვლილი ახალგაზრდა კაცის ოჯახს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან პრეტენზიები აქვს. მანუჩარ ცეცხლაძის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ოჯახმა სოციალური ქსელით გაიგეს.
ხის სახლი, სადაც გვამი იპოვეს, სრულად დამწვარია, გარდაცვლილთან ერთად დაიწვა ორი ძაღლი. ახლობლებისთვის გამომძიებლის მიერ მიწოდებულ ვერსია, რომ ახალგაზრდა კვამლით გაიგუდა და ხანძრის შედეგად გარდაიცვალა არ არის სანდო და მკვლელობის ვერსიასაც განიხილავენ. რა მოხდა რეალურად - დეტალებს შესაბამისი უწყება იძიებს, ცხედარს უკვე ჩაუტარდა ექსპერტიზა.