ოპოზიციის მიზანია მხოლოდ პოლიციისა და რობოკოპების თანხლებით შეძლოს უმრავლესობამ საპარლამენტო სხდომების ჩატარება. მმართველი გუნდის ოპონენტები ბოიკოტს აგრძელებენ, არ იღებენ პარლამენტის თავმჯდომარის შეთავაზებას, არ აპირებენ დაუბრუნდნენ საპარლამენტო ფორმატს. ოპოზიცია ისევ მოითხოვს 2020-ის არჩევნების ე.წ.-ი გერმანული მოდელით გამართვას, რაც კრიზისის დაძლევის ერთადერთ გზად მიაჩნიათ.
ოპონენტები არც ერთმანეთის შეთავაზებას იღებენ და არც დათმობაზე მიდიან. რევოლუციური სცენარის ნაწილად განიხილავს ოპოზიციის პროტესტსა და მოთხოვნებს უმრავლესობის წევრები. ოპოზიცია კი „ქართული ოცნების“ ბოლო პერიოდის პოლიტიკურ შეთავაზებებსა და აქტივობას უნიჭო სპექტაკლს უწოდებს.