ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხაესტატეში მცხოვრებ რამდენიმე ოჯახს პრეტენზია აქვს ბიძინა ივანიშვილის დაკვეთით, დენდროლოგიურ პარკში ხეების გადაზიდვაზე პასუხისმგებელ კომპანიასთან. თამაზ მჟავანაძე ირწმუნება, რომ რამდენიმე წლის წინ ყოფილ პრემიერს ევკალიპტის ხე მიჰყიდა, ამ და სხვა ხეების ტრანსპორტირებისას კი მისი საკარმიდამო ნაკვეთი დაზიანდა.
„ელიტა ბურჯსის“ მიერ შესრულებულ სამუშაოებთან პრეტენზიები აქვს კიდევ ერთი მეზობელს. ხეების გადასატანად გაჭრილი გზები და ზიანი, რომელზეც ადგილობრივები საუბრობენ.