აჭარის ჩემპიონატი გაიმართა ქართულ ჭიდაობაში. სხვადასხვა წონით კატეგორიაში გამარჯვებულების გამოვლენის შემდეგ შეჯიბრება აბსოლიტურ კატეგორიაში, აჭარის ფალავანის პრიზზე გაიმართა.
ტიტული ქობულეთელმა მოჭიდავემ, რუსლან შავაძემ უკვე მეორედ მოიპოვა. გამარჯვებულს სიმბოლურად ყოჩი გადაეცა.