დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა, თორნიკე მამალაძე ამბობს, რომ სინოდის გადაწყვეტილება მხოლოდ თაბახის ფურცელია რადგან, საპატრიარქოში მას უთხრეს, რომ სინოდის განცხადების პრეზიდენტისთვის გაგზავნაზე შორენა თეთრუაშვილმა კატეგორიული უარი თქვა. ამის შესახებ ის Facebook-ზე წერს.
"კიდევ ერთი გიორგობის დღესასწაული. კიდევ ერთი ფუჭი მოლოდინი მამაოს გათავისუფლებისა. კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ სინოდის გადაწყვეტილება ჩემი ძმის შეწყალებასთან დაკავშირებით მხოლოდ თაბახის ფურცელია, თუკი მას არ ახლავს შორენას ნება. საპატრიარქოში მითხრეს, რომ სინოდის განცხადების პრეზიდენტთან გაგზავნაზე კატეგორიული უარი თქვა შორენამ"-წერს თორნიკე მამალაძე.