ოპოზიციონერი ლიდერები ჭიშკარზე ბოქლომის დადებას ცდილობენ - კანცელარიასთან ხმაურია

21 ნოემბერი 2019, 11:27 1463 ნახვა

ოპოზიციური პარტიის ლიდერები და მხარდამჭერები ცდილობენ ადმინისტრაციის შესასვლელს ბოქლომი დაადონ, რის საშუალებასაც მათ ადგილზე მობილიზებული პოლიცია არ აძლევს.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი, გიგი უგულავა ამბობს, რომ მათ აქვთ უფლება, კანცელარიის ჯიშჭკარს ბოქლომი დაადონ.

„კანონით ვმოქმედებთ. ჩვენი ამოცანა მთავრობის სხდომის ჩაშლა არ არის, ეს შენობა საცერივითაა, მარტო უშიშროების მხრიდან ხუთი შესასვლელი აქვს. ჩვენ არ მოგვბეზრდება, ვიდრე თქვენ არ მოგბეზრდებათ ამათთვის სისულელეში ჩაყოლა“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

"მონებო" სკანდირებენ შეკრებილები.

პროტესტის მონაწილეებმა გუშინ შემდეგ სიმბოლურად დაადეს ბოქლომი პროკურატურას და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს.

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი