ხათუნა ლაგაზიძე ხელიოსუფლებას მისი და მისი ოჯახის წევრების უსაფრთხოებას სთხოვს და აცხადებს, რომ მას პარტიის დატოვება აიძულეს. ტვ პირველთან საუბრისას მან სკანდალური განცხადება გააკეთა. მისი თქმით პაატა ბურჭულაძის პარტიამ "სახელმწიფო ხალხისთვის" საარჩევნო სია კრიმინალური მენტალობის მქონე ადამიანების ზეწოლით დააკომპლექტა. მისი თქმით სია იყიდა "გირჩმა", თუმცა "ვისი ფულით" უცნობია. რაც შეეხება კრიმინალური მენტალიტეტის მქონე ადამიანებზე საუბრისას, ამ კონტექსტში ლაგაზიძე კონკრეტულ გვარს ასახელებს - აჭარაში პარტიის სიის პირველ ნომერს გოგა კალაძეს.