ვინ მოხვდებოდა პარლამენტში მომდევნო კვირას, რომ არჩევნები იყოს

19 ნოემბერი 2019, 10:31 1421 ნახვა

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევა გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც მომდევნო კვირას, რომ არჩევნები იყოს პარლამენტში უმრავლესობით ვერცერთი პარტია ვერ მოხვდებოდა.

გამოკითხული მოქალაქეების პასუხებიდან ირკვევა, რომ 50% ბარიერი ვერცერთმა პოლიტიკურმა პარტიამ ვერ გადალახა. მიმდინარე კვირას რომ არჩევნები იყოს, გამოკითხულთა 23% ხმას მისცემდა „ქართულ ოცნებას“, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობა–გაერთიანებულ ოპოზიციას“ 15%, „ევროპულ საქართველოს“ კი 5%. გამოკითხულთა 5 % ამბობს, რომ ხმას მისცემდა „ლეიბორისტულ პარტიას“,  4 პროცენტი „პატრიოტთა ალიანსს“, „სამოქალაქო მოძრაობას“ – 3 პროცენტი. კვლევის მიხედვით 1% აქვს „შენების მოძრაობას“.  

გამოკითხულთა 32-მა პროცენტმა თქვა, რომ არ იცის ამ ეტაპზე რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ან არ სურს პასუხის გაცემა.

IRI-ის ინფორმაციით, კვლევის საველე სამუშაოები ჩაატარა კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტმა (IPM), 2019 წლის 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით. კვლევა განხორციელდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდის გამოყენებით რესპოდენტების საცხოვრებელ სახლებში. 

კვლევაში მონაწილეობა მიიღო საარჩევნო ხმის უფლების მქონე საქართველოს 1500-მა მცხოვრებმა. კვლევის ცდომილება არ აღემატება პლუს-მინუს 2.5 პროცენტს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი