დეპუტატები პარლამენტში მხოლოდ ვადამდელი პროპორციული არჩევნებისთვის დასანიშნად შევლენ - მიშა მშვილდაძე

17 ნოემბერი 2019, 20:18 2185 ნახვა

აქციის ერთ-ერთი მონაწილე მისა მშვილდაძე ამბობს, რომ პარლამენტი პიკეტირებულია და იქ დეპუტატების შეშვებას არ აპირებენ. მისი განცხადებით, კანონმდებლები შენობაში მხოლოდ ერთი მიზეზით, ვადამდელი პროპორციული არჩევნების დასანიშნად შევლენ. 

''მიმდინარე მომენტისთვის პარლამენტის ყველა შესასვლელი პიკეტირებულია, ეს არის მშვიდობიანი დაუმორჩილებლობის ფორმა. ხვალ, 3 საათზე პარლამენტში ბიუროს სხდომა ჩანიშნულ, ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, არ მივცეთ შესაძლებლობა, რომ გადამგდებებმა კიდევ რაიმე ახალი მოიფიქრონ. ერთადერთი რის გასაკეთებლადაც შევლენ დეპუტატები, ეს არის პროპორციული ვადამდელი არჩევნების დასანიშნად. ეს არის ერთადერთი, რის გამოც შევუშვებთ. ''ქართულმა ოცნებამ'' ენითაღუწერლბი შეურაცხყოფა მიაყენა ყველას და ყველაფერს. ხელისუფლებაში არავის არ ეყო გონი, ეფიქრა რომ ეს ამბავი ასე არ დამთავრდებოდა.

ნებისმიერ ცვლილებებს თვითონ ხელისუფლება ''იჩალიჩებს'', ვადამდე ნებისმიერ ცვლილებას. არ არსებობს ვინმეს გადაწყვიტოს რევოლუციური მოდელი და შეასრულოს, ხელისუფლების მხრიდან ცინიკური დამოკიდებულების გარეშე არაფერი ხდება. ხდება მაშინ, როცა ხელისუფლება მოსახლეობასთან შეხების წერტილს კარგავს. ჩვენ გვჭირდება ჩვენი ნების გამომხატველი ხელისუფლება. უამრავი საქმეა გასაკეთებელი. ამიტომ გვჭირდება ლეგიტიმური ხელისუფლების ორგანო'' - თქვა აჭარის მაუწყებლის ეთერში მიშა მშვილდაძემ. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ სახელიწიფო შენობის პიკეტირება დაუშვებელია. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ამბობს, რომ მოსახლეობას ამის უფლება აქვს და უფრო მეტის - ამბოხების. მიშა მშვილდაძე ამბობს, რომ ისინი კანონის ფარგლებში მოქმედებენ. 

პოლიციას არანაირ მიზეზს არ ვაძლევთ, ყველა ხედავს ჩვენს განწყობას. ​​პიკეტირების უფლება გვაქვს, შესაძლოა, ადმინისტრაციულ კოდექსში რაღაც მუხლი იყოს, მაგრამ ეს არის მსუბუქი გადაცდომა, ეს არ არის ისეთი გადაცდომა, რომელიც რეზინის ტყვიებით შეიძლება დაისაჯოს - ეს კანონის თვალსაზრისით. ადამიანურად და  მორალურად კი, დაფიქრდნენ ის ადამიანები,რომლებსაც  დღეს გადამეტებული ძალაუფლება აქვთ'' - განაცხადა მშვილდაძემ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი