„პატრიოტთა ალიანსი“ გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციას ემიჯნება, თუმცა მხარდამჭერებთან ერთად, 17:00 საათზე, სასტუმრო „რედისონთან“ აპირებენ შეკრებას. მათ აქციას შეუერთდება,„ქართული მარშიც“.
პარტიის ლიდერის ირმა ინაშვილის განცხადებით, მთავარი მოთხოვნა იქნება „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლება დატოვოს.