ევროკავშირის ელჩის რეკომენდაცია და საერთაშორისო გამოხმაურება

15 ნოემბერი 2019, 20:00 1817 ნახვა

ვაშინგტონი იმედგაცრუებულია, კონგრესმენი შოკირებულია - ეს განცხადებები დასავლელმა პარტნიორებმა „ქართული ოცნების“ მიერ კანონპროექტის ჩაგდების თაობაზე გააკეთეს. საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, კონგრესმენი ადამ კინზინგერი აცხადებს, რომ „ქართველი ხალხი იმსახურებს ბევრად მეტს, ვიდრე იმას, რაც მათ პარლამენტმა უჩვენა“.

„პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ და მის ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს აკისრიათ“, — ეს ფლორიდის უნივერსიტეტის მკვლევარის დევიდ კრამერის შეფასებაა.  „რაც გუშინ მოხდა, ზიანს აყენებს პოლიტიკურ პარტნიორებს შორის ნდობას,“ - ამის შესახებ კი ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა  განაცხადა „ქართული ოცნების“ ლიდერთან, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი